ქარ
ჩვენს შესახებ
Image

შპს „ბაუფლექსი“ წარმოადგენს „ნეოტექის“ ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაფუძნდა 2018 წლის იანვარში და რომლის მთავარ საქმიანობას წარმოადგენს იატაკების, შეკიდული ჭერების, თბო და ჰიდროიზოლაციის თანამედროვე სამშენებლო მასალებისა და სისტემების იმპორტი-რეალიზაცია და ინსტალაცია ევროპული (ძირითადად გერმანული) სტანდარტების შესაბამისად.

2015 წლიდან კომპანიის დაფუძნებამდე, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება დაიწყო შპს „ნეოტექის“ ბაზაზე  („ნეოტექი“ წარმოადგენს საქართველოს უსაფრთხოების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერს). მიმართულება იმდენად მოთხოვნადი აღმოჩნდა და სწრაფად გაფართოვდა, რომ ამ საქმიანობის დაწყებიდან 2 წლის თავზე დღის წესრიგში დადგა შპს „ნეოტექისაგან“ აღნიშნული არაპროფილური მიმართულების გამოყოფისა და ახალი კომპანიის შექმნის საჭიროება.

კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

- თანამედროვე ელასტიური (ვინილი, ლინოლეუმი), რბილი (ქსოვილისგან დამზადებული) და პოლიმერული იატაკები; 

- აკუსტიკური და დიზაინერული შეკიდული ჭერები;

- განათებების გადაწყვეტილებები და პროდუქტები ექსტერიერისა და ინტერიერისათვის;

- სამშენებლო ქიმია და იატაკის საფარის მოვლა-აღდგენის საშუალებები;

- გაფრქვევითი ტიპის თბო და ჰიდროსაიზოლაციო სისტემები;

 

ჩვენი მთავარი უპირატესობები

  • სრული სერვისი - ბეტონის ფილიდან იატაკის საფინიშო საფარის დაგებისა და მისი მოვლისათვის საჭირო საშუალებების მიწოდების ჩათვლით, რაც მოიცავს ბეტონის ფილის ზემოთ შემავსებელი ფენის (მათ შორის თბო და/ან ხმის საიზოლაციო ფენის) და ქვიშა-ცემენტის მოჭიმული იატაკის მოწყობას, იატაკის საფარის დაგებისათვის საფუძვლის მომზადებას (თვითსწორებადი ფენის დასხმის ჩათვლით) და იატაკის საფარის დაგებას;
  • სამუშაოების განხორციელება ევროპული (ძირითადად გერმანული) სტანდარტების მიხედვით;
  • უმაღლესი ხარისხის, წამყვანი ევროპული მწარმოებლების მასალები, სამშენებლო ქიმია და მოვლა-აღდგენის საშუალებები;
  • თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა (დანადგარები, ინსტრუმენტები და ხელსაწყოები);
  • კლიენტის მოთხოვნასა და ბიუჯეტზე მაქსიმალურად მორგებული,  ევროპული სტანდარტების შესაბამისი სისტემები და მათი ინსტალაცია;
  • 40-მდე კვალიფიციური ინსტალატორი, რომლებიც ყოველწლიურად გადიან ჩვენი პარტნიორი კომპანიების ტექნიკური-საინჟინრო პერსონალის მხირდან ჩატარებულ შესაბამის ტრენინგებსა და სემინარებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს ინსტალატორები წარმოადგენენ კომპანიის შტატიან თანამშრომლებს და ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებული არც ერთი პროექტის შესრულებისას, არ ვიყენებთ თვითნასწავლ ხელოსნებს;
  • თანამშრომელთა (ძირითადად საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი) მუდმივი გადამზადება საზღვარგარეთ, ასევე უცხოელ პარტნიორთა ვიზიტები საქართველოში და კომპანიის თანამშრომელთათვის ტექნიკური ტრენინგების ჩატარება;
  • არასტანდარტული საგარანტიო ვადა და პირობები მასალისა და გაწეული მომსახურების ხარისხზე.
მეტის ნახვა
შესრულებული პროექტები
ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა მისამართი: თბილისი, წინანდლის 9 შესრულებული სამუშაო: ვინილის (Tarkett, eclipse premium) მიწოდება-დაგებისა და კედელზე აყვანის სამუშაოები სამუშაოების შესრულების თარიღი: 2021-2022 წელი  
სასტუმრო ibis budget მისამართი: თბილისი, გ. ახვლედიანი 22 შესრულებული სამუშაო: ნატურალური ლინოლეუმის (Forbo, marmoleum-marbled) მიწოდება-მონტაჟის სამუშაოები სამუშაოების შესრულების თარიღი: 2022 წელი
შპს "ანტრე 2008" მისამართი: ქ.თბილისი,ზანდუკელის ქუჩა #12 შესრულებული სამუშაო: Tarkett-ის ჰომოგენური ვინილის საფარის მიწოდება-მონტაჟი და რბილი იატაკის მონტაჟის სამუშაოები. სამუშაოების შესრულების თარიღი: 2020 წელი
სსიპ "საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო" მისამართი: ქ.რუსთავი,თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილი 21-ე კმ. შესრულებული სამუშაო: ჰიდროსაიზოლაციო მემბრანის სისტემის მოწყობა ჰიბრიდული პოლიურეას მიფრქვევის მეთოდით (BASF,გერმანია). სამუშაოების შესრულების თარიღი: 2021 წელი
მისამართი: ბათუმი, გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავჭავაძის ქუჩები. შესრულებული სამუშაო: გზის სავალი, ღერძულა, წყვეტილი  ნაწილის დახაზვა. შესრულების თარიღი : 2020 
მისამართი: თბილისი, დიდი დიღომი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ შესრულებული სამუშაო: იატაკის საფუძვლის მომზადება, ნატურალური ლინოლეუმისა და რბილი იატაკის საფარის, ასევე სპორტული ვინილისა და სპორტული პარკეტის, მიწოდება-მონტაჟი სამუშაოების შესრულების თარიღი: 2019
მისამართი: თბილისი, შალვა რადიანის ქუჩა 12 შესრულებული სამუშაო: Armstrong World Industries-ის, მეტალის შეკიდული ჭერი სამუშაოების შესრულების თარიღი: 2020
მისამართი: თბილისი, პავლე ასლანიდის ქ. 14  შესრულებული სამუშაო: ნატურალური ლინოლეუმისა და ელექტროგამტარი ვინილის საფარის მიწოდება-მონტაჟი, ასევე Forbo-ს რბილი იატაკის (Flotex) დაგება, შეკიდული ჭერისა და Döllken Profile Gmbh-ის პლინთუსების (Cubu Flex) ინსტალაცია სამუშაოების შესრულების თარიღი:  2019-2020
მისამართი: თბილისი,  ჭავჭავაძის გამზ. #74 შესრულებული სამუშაო: Döllken Profile Gmbh-ის პლინთუსების (Cubu Flex) ინსტალაცია სამუშაოების შესრულების თარიღი: 2019
მისამართი: გ.ჭყონდიდელის ქ.85 შესრულებული სამუშაო: ტაკის საფუძვლის მომზადება, Grabo-ს სპორტული ვინილის მიწოდება-მონტაჟი სამუშაოების შესრულების თარიღი: 2019
მისამართი: მეუნარგიას ქუჩა N28 შესრულებული სამუშაო: იატაკის საფუძვლის მომზადება, Forbo-ს ნატურალური ლინოლეუმისა და Graboplast-ის სპორტული ვინილის საფარის მიწოდება-მონტაჟი სამუშაოების შესრულების თარიღი: 2019
კერძო აპარტამენტი საცხოვრებელ კომპლექსში „კრწანისი რეზიდენსი“ მისამართი: კრწანისის ქუჩა N49 შესრულებული სამუშაო: თბოიზოლაცია Elastrospray-ის პოლიურეთანის ქაფით (მწარმოებელი BASF, გერმანია) სამუშაოების შესრულების თარიღი: 2019 
კლინიკა ჯერარსი მისამართი: თბილისი, ზღვის უბანი, მუხიანის ქ. N2ა  შესრულებული სამუშაო: ქვიშა-ცემენტის მოჭიმული იატაკის მოწყობა (DIN 18560), Grabo-ს ვინილის იატაკისა (Fortis Fog, Fortis Coral) და კედლის (Muravyl) საფარების მიწოდება-მონტაჟი სამუშაოების შესრულების თარიღი: 2018-2019   
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი მისამართი: თბილისი, ა.წერეთლის N117 შესრულებული სამუშაო: იატაკის საფუძვლის მომზადება, Forbo-ს რბილი იატაკისა (Tessera) და Döllken Profile Gmbh-ის პლინთუსების (Cubu Flex) ინსტალაცია სამუშაოების შესრულების თარიღი: 2018-2019 წელი
ახალი ნათების შოურუმი "ფორუმი" მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ.  შესრულებული სამუშაო: იატაკის საფუძვლის მომზადება, Forbo-ს რბილი იატაკის საფარის (Flotex, Tessera) და ვინილის დიზაინერული ფილების მიწოდება-მონტაჟი სამუშაოების შესრულების თარიღი: 2018  წელი  
მრავალპროფილური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" მისამართი: თბილისი, კრწანისის ქუჩა N12  შესრულებული სამუშაო: ქვიშა-ცემენტის მოჭიმული იატაკის მოწყობა (DIN 18560), Nora-ს კაუჩუკის საფარისა და Tarkett-ის კედლის ვინილის მიწოდება-მონტაჟი სამუშაოების შესრულების თარიღი: 2018-2019 წელი  
ჯო ენის სამედიცინო ცენტრი  მისამართი: თბილისი, ლუბლიანას ქუჩა, N21  შესრულებული სამუშაო: ქვიშა-ცემენტის მოჭიმული იატაკის მოწყობა (DIN 18560), Forbo-ს ნატურალური ლინოლეუმისა და ვინილის საფარის მიწოდება-მონტაჟი სამუშაოების შესრულების თარიღი: 2015-2016 წელი    
„Philip Morris“-ის თბილისის ოფისი მისამართი: თბილისი, ვორონცოვის N46 შესრულებული სამუშაო: აკუსტიკური ჭერის სისტემის მიწოდება-მონტაჟი სამუშაოების შესრულების თარიღი: 2018 წელი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი შენობა მისამართი: თბილისი, ლეონიძის N3 შესრულებული სამუშაო: შეკიდული ჭერის ინსტალაცია  სამუშაოების შესრულების თარიღი: 2018 წელი
მეტის ნახვა
საუბრის დაწყება