ჩვენი პარტნიორი გერმანული კომპანია Dr. Schutz-ის მიერ წარმოებული Disinfectant Cleaner არის უალკოჰოლო თხევადი კონცენტრატი ელასტიური საფარებისა და წყალგამძლე ზედაპირების დეზინფექციისათვის. კონცენტრატი კლავს ბაქტერიებს, ფუნგიციდებს,ობსა და ვირუსებს, არ არის დამზადებული სპირტის ბაზაზე და შესაბამისად, შესაძლებელია მისი გაზავება წყალთან 1:20, 1:100 ან 1:200 პროპორციით.
Disinfectant Cleaner-ის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი მყარი, არაფოროვანი, წმენდადი და წყალგამძლე ზედაპირის (კედლები, იატაკი, მაგიდები, სკამები, ხელსაბანი და ა.შ.) დეზინფექციისათვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ობიქტებში (როგორიცაა კლინიკები, საავადმყოფოები), ასევე საკვების მოპოვების, წარმოებისა და გადამუშავების ობიექტებში (BauA*-ის რეგისტრაციის ნომრები N10432 და N10532), საზოგადოებრივ დაწესებულებებში, სკოლებში, ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, სავარჯიშო დარბაზებში, საცურაო აუზებზე და ა.შ..
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შეტანილია "სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო საშუალებათა ნუსხაში"(რეგისტრაციის მოწმობა #425).
გამოყენების ინსტრუქცია და წყალთან გაზავების პროპორცია, ისევე როგორც პროდუქტის უსაფრთხობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ლუგარის ლაბორატორიის დასკვნა და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგისტრაციის მოწმობა შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ, ჩამოსატვირთ დოკუმენტში.