ქარ
სამშენებლო ქიმია

კომპანია „ბაუფლექსი“ მომხმარებლებს სთავაზობს არა მხოლოდ იატაკის საფინიშო საფარის მიწოდებასა და დაგებას, არამედ ბეტონის ფილის ზემოთ შემავსებელი ფენის (მათ შორის თბო და/ან ხმის საიზოლაციო ფენის) დაგებას, ქვიშა-ცემენტის მოჭიმული იატაკის მოწყობას და იატაკის საფარის დაგებისათვის საფუძვლის მომზადებას (თვითსწორებადი ფენის დასხმის ჩათვლით);

ქვიშა-ცემენტის ჭიმის მოწყობისა და თვითსწორებადი ფენის დასხმის დროს გამოყენებული სამშენებლო ქიმიის - გრუნტების, ნიველირებადი მასების, წებოების, ფითხის, ბზარების შემკვრელი სპეციალური ბადეების და ა.შ. მწარმოებელს წარმოადგენს გერმანული კომპანია Uzin Utz AG, რომელიც თითქმის სამოცი წელია იატაკის დაგებისათვის საჭირო სამშენებლო ქიმიისა და პროფესიონალური პროდუქციის სინონიმადაა ქცეული.

მეტის ნახვა
ჩვენი პარტნიორი გერმანული კომპანია Dr. Schutz-ის მიერ წარმოებული Disinfectant Cleaner არის უალკოჰოლო თხევადი კონცენტრატი ელასტიური საფარებისა და  წყალგამძლე ზედაპირების დეზინფექციისათვის. კონცენტრატი კლავს ბაქტერიებს, ფუნგიციდებს,ობსა და ვირუსებს, არ არის დამზადებული სპირტის ბაზაზე და შესაბამისად, შესაძლებელია მისი გაზავება წყალთან 1:20, 1:100 ან 1:200 პროპორციით. Disinfectant Cleaner-ის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი მყარი, არაფოროვანი, წმენდადი და წყალგამძლე ზედაპირის (კედლები, იატაკი, მაგიდები, სკამები, ხელსაბანი და ა.შ.) დეზინფექციისათვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ობიქტებში (როგორიცაა კლინიკები, საავადმყოფოები), ასევე საკვების მოპოვების, წარმოებისა და გადამუშავების ობიექტებში (BauA*-ის რეგისტრაციის ნომრები  N10432 და N10532), საზოგადოებრივ დაწესებულებებში, სკოლებში, ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, სავარჯიშო დარბაზებში, საცურაო აუზებზე და ა.შ.. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შეტანილია "სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო საშუალებათა ნუსხაში"(რეგისტრაციის მოწმობა #425).  გამოყენების ინსტრუქცია და წყალთან გაზავების პროპორცია, ისევე როგორც პროდუქტის უსაფრთხობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ლუგარის ლაბორატორიის დასკვნა და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგისტრაციის მოწმობა შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ, ჩამოსატვირთ დოკუმენტში.        
იატაკის საფარის წმენდასა და მოვლას ხშირად სათანადო ყურადღება არ ეთმობა. არაპროფესიონალური მოვლის შედეგად იატაკის ზედაპირი სწრაფად კარგავს მის პირველად იერსახეს. სწორედ ამიტომ ეს საკითხი გონივრულ შეფასებას მოითხოვს - ინტერიერის შემადგენელი ნაწილებიდან იატაკის საფარზე ხომ ყველაზე დიდი დატვირთვა მოდის და ის ერთადერთია, რომელიც ფეხით "ითელება". არ აქვს მნიშვნელობა საუბარია ხის, პარკეტის, ტექსტილის, ლინოლიუმის თუ სხვა ტიპის ელასტიურ საფარებზე, ჩვენი პარტნიორი კომპანიები RZ Systems, PALLMANN და Dr. Shutz Group სთავაზობენ თავიანთ მომხმარებლებს წმენდისა და მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტს, რომელიც იატაკს დაიცავს და მის პირვანდელ ეფექტსა და სილამაზეს ხანგრძლივად შეუნარჩუნებს. 
მეტის ნახვა
საუბრის დაწყება