ქარ
აკუსტიკური და დიზაინერული შეკიდული ჭერები

როგორც წესი, ჭერი ბოლო დეტალია, რასაც ოთახში შემომსვლელი სტუმარი ან მომხმარებელი აქცევს ყურადღებას, თუმცა მის სტილს შეუძლია ინტერიერის სრულიად შეცვლა, გაცოცხლება, სივრცის ვიზუალური აღქმის გაზრდა და ა.შ. დიზაინერები მას მეხუთე კედელსაც კი უწოდებენ და თვლიან, რომ ჭერი არანაკლებად იძლევა კრეატიული დიზაინერული ჩანაფიქრების განხორციელების შესაძლებლობას, ვიდრე მაგალითად იატაკი.

თუკი გასულ საუკუნეში უპირატესობა ენიჭებოდა თაღოვან, კედლებთან მოჩუქურთმებული ორნამენტებით შეერთებულ და მოხატულ ჭერებს, დღეისათვის მათზე არჩევანს თითქმის აღარვინ აკეთებს. მსგავს ჭერებზე მუშაობა საკმაოდ რთული პროცესია და გარდა ამისა ფაქტობრივად შეუძლებელია მათი წმენდა. თანამედროვე გაგებით ჭერის ერთადერთ ფუნქციად აღარ მოიაზრება მხოლოდ ვიზუალური ეფექტის მოხდენა, მან უნდა შექმნას მყუდრო და კომფორტული გარემო, გააუმჯობესოს შენობა-ნაგებობის ენერგოეფექტურობა, ჰქონდეს კარგი აკუსტიკური და ხანძარმედეგობის მაჩვენელი და ა.შ.

ჩვენი პარტნიორი კომპანია, 150 წლიანი გამოცდილების მქონე Armstrong World Industries, 3800 დასაქმებულითა და 26 საწარმოთი გლობალური ლიდერია თანამედროვე შეკიდული ჭერების წარმოებაში. Armstrong-ის თანამედროვე გადაწყვეტილებები ყველა ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნასთან ერთად, აკმაყოფილებს უმკაცრეს საერთაშორისო სტანდარტებს.

Armstrong-ის მიზანია, რომ მასალის სიმყარე/ჭერის მდგრადობა შერწყმული იყოს დიზაინთან და კრეატიულ ვიზუალურ მხარესთან. კომპანიის მთავარი უპირატესობას დიზაინის, მასალისა და ფერების თითქმის შეუზღუდავ  არჩევანთან ერთად, წარმოადგენს სპეციალიზებული სისტემები და გადაწყვეტილებები:

1. საგანმანათლებლო დაწესებულებების საკლასო ოთახების, აუდიტორიების, საკონფერენციო დარბაზებისა და კორიდორებისათვის, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული აკუსტიკური მახასიათებლები - შთანთქავს, ბლოკავს და ამცირებს ხმაურს, რითიც ეხმარება სტუდენტებსა და მოსწავლეებს უკეთესად მოსმენასა და კონცენტრაციაში;

2. სამედიცინო დაწესებულებებისათვის, რომელიც აკმაყოფილებს უმკაცრეს ჰიგიენურ-სანიტარულ მოთხოვნებს, მარტივად იწმინდება და ამავდროულად იძლევა შესაძლებლობას, რომ პაციენტებმა თავი დააღწიონ ტრადიციული საავადმყოფოებისათვის დამახასიათებელ ინტერიერს.

საგანმანათლებლო და სამკურნალო დაწესებულებების გარდა Armstrong-ის თანამედროვე გადაწყვეტილებები გამოიყენება საცხოვრებელ სახლებში, სასტუმროებში, მაღაზიებში, შოურუმებში, კაფეებსა და რესტორნებში და ა.შ.

 

 

მეტის ნახვა
მეტის ნახვა
საუბრის დაწყება