რბილი (ქსოვილისაგან დამზადებული) იატაკი განსხვავდება ტრადიციული ხალიჩისაგან, ვინაიდან როგორც წესი, ხდება მისი ინსტალაცია/დამაგრება იატაკის საფუძველზე და ამასთან ოთახში ის ფარავს მთლიან ფართს კედლიდან კედლამდე.
უძველეს ხელით ნაქსოვ ხალიჩად ითვლება ცენტრალური აზიის მთებში სამარხში აღმოჩენილი, ძვ.წ. 500 წლით დათარიღებული ხალიჩა. აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული ხალიჩის ქსოვა თანდათანობით განვითარდა და კულმინაციას მიაღწია დღევანდელი ინდოეთის, ჩინეთის, ირანისა და თურქეთის ტერიტორიებზე. ევროპელები მრავალი საუკუნის მანძილზე ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოტანილი მზა ხალიჩების შესყიდვით კმაყოფილდებოდნენ, თუმცა ვითარება შეიცვლალა 1300-იანი წლებიდან, როდესაც საფრანგეთმა მაროკოდან გადმოასახლა ხალიჩის მქსოველები. ანალოგიურ გზას მიმართა 1700-იან წლებში ინგლისმა და სპარსეთიდან ჩამოყვანილი მქსოველების წყალობით, ინგლისის ქალაქები - ვილტონი და აქსმინსტერი ცნობილი გახდა ხალიჩების წარმოებით.
ერთგვარ გადატრიალებად ხალიჩების წარმოებაში ითვლება 1920-იან წლებში, აშშ-ში, ქალაქ დალტონში ახალგაზრდა მწარმოებლის კატრინ ევანს ვაითენერის მიერ მარყუჟული ტიპის ქსოვის ტექნოლოგიის შემოღება, რამაც ბევრად შეამცირა ქსოვისათვის საჭირო დრო. დალტონში მალე გაჩნდა უამრავი მცირე საწარმო, რომელიც აღნიშნული ტექნოლოგიით მცირე დროში ამზადებდა, როგორც ხალიჩებს, ასევე ტექსტილის იატაკებს თანამედროვე გაგებით. ტექსტილის იატაკი, რომელიც მანამდე ფუფუნების საგნად მოიაზრებოდა, ხელმისაწვდომი გახდა რიგითი ამერიკლებისათვის. ქალაქი დალტონი დღემდე მოწინავეა ამ თვალსაზრისით და რბილი იატაკების წარმოების 70% სწორედ მასზე მოდის.
რბილი (ქსოვილისაგან დამზადებული) იატაკები აერთიანებს ელსატიური იატაკების მახასიათებლებს, კერძოდ გამძლეობასა და ექსპლოატაციის ხანგრძლივ ვადას, ხალიჩის კომფორტთან, სიმყუდროვესთან, სითბოსა და აკუსტიკასთან. რბილი იატაკის ხარისხის შეფასება მარტივად შეიძლება ბოჭკოების სიმჭიდროვის მიხედვით - რაც უფრო მეტი ბოჭკოა ერთ კვადრატულ მეტრზე, მით უფრო გამძლეა რბილი იატაკის საფარი. ხალიჩა შესაძლოა დამზადებული იყოს შალისგან, ნეილონისგან, აკრილისგან, პოლიესტერის ან პოლიპროპილენისგან.
ჩვენი პარტნიორი კომპანიები Forbo, Desso და Balsan სთავაზობენ მომხმარებლებს მრავალფეროვანი დიზაინის ტექსტილის რულონებს (სტანდარტული სიგრძე 3.66-4მ), კვადრატული ფორმისა (სტანდარტული ზომაა 0.5მ x 0.5მ, თუმცა არსებობს 0.46მ x 0.46მ ან 0.6მ x 0.6მ ზომის კვადრატული ფილებიც) და მართკუთხა ე.წ. გემბანური ტიპის (სტანდარტული ზომა 0.25მ x 1მ) ტექსტილის ფილებს. რულონური ტიპის რბილი იატაკის საფარის სისქე იწყება 4.3მმ-დან, მაშინ როდესაც რბილი იატაკის ფილის სისქემ შესაძლოა მიაღწიოს 15მმ-ს.
ტექსტილის იატაკს აქვს არაერთი გამორჩეული უპირატესობა:
- უზრუნველყოფს სითბოსა და კომფორტს - რბილი იატაკი რელაურად უზრუნველყოფს თბოიზოლაციას. ცივ კლიმატურ პირობებში/სეზონზე ის გაცილებით დიდხანს ინარჩუნებს თბილ ჰაერს და გვეხმარება ენერგიის დაზოგვაში. რბილი იატაკი, სითბოსთან ასოციაციის წყალობით, ნებისმიერ სივრცეში ქმნის მყუდრო და კომფორტულ ატმოსფეროს დასაჯდომად, სათამაშოდ ან სამუშაოდ.
- ქმნის უნიკალურ ინტერიერს - რბილი იატაკის ათასობით დიზაინი, სტილი და ფერი, ფილების შემთხვევაში კი შეხამებისა და შეწრყმის განუსაზღვრელი შესაძლებლობები, გვეხმარება შევქმნათ მხოლოდ ჩვენს გემოვნებაზე მორგებული, უნიკალური და პერსონიფიცირებული ინტერიერი სამუშაო თუ საცხოვრებელ ფართში.
- ამცირებს მოცურებისა და დაცემის რისკს - რბილი იატაკი საგრძნობლად ამცირებს ფეხის მოცურების რისკს, დაცემის შემთხვევაში კი მას თითქმის მინიმუმამდე დაჰყავს დაშავებისა და მოტეხილობის რისკი. შესაბამისად იატაკის საფარის აღნიშნული ტიპი იდეალური გადაწყვეტილებაა იმ ოჯახებისათვის, სადაც ცხოვრობენ მცირეწლოვანი ბავშვები ან ხანდაზმულები.
- ახდენს ხმის იზოლაციას და შთანთქავს დარტყმით ხმას - რბილი იატაკი ახშობს ხმაურს, შთანთქამს ფეხით სიარულის, ტელევიზორის, ტელეფონის და სხვა ელექტრომოწყობილობების ხმას, შესაბამისად აადვილებს კონცენტრაციას სწავლაზე ან შესასრულებელ სამუშაოზე.
- თანამედროვე რბილი იატაკები არის ეკოლოგიურად სუფთა, ის აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს და იატაკის სხვა საფარებთან შედარებით, ხასიათდება მავნე ქიმიური ნივთიერებების ბევრად დაბალი ემისიით.
რბილი იატაკების უარყოფით მხარედ შესაძლოა ჩაითვალოს მოწყვლადობა წყლით დაზიანების მიმართ. გარდა ამისა ელასტიური საფარების (განსაკუთრებით ვინილის) მოვლა და შენარჩუნება გაცილებით ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე რბილი იატაკისა.
.