ქარ
ელასტიური იატაკები

ელასტიური იატაკი საკმაოდ ფართო ცნებაა და აერთიანებს ისეთი ტიპის საფარებს, რომელიც შუალედურ პოზიციას იკავებს რბილ (ტექსტილისაგან დამზადებული) და მყარ (ქვა, ხე, და ა.შ.) საფარებს შორის. იატაკის ელასტიური საფარების ინსტიტუტის (RFCI, აშშ) მკვლევარები მას განმარტავენ, როგორც მყარ, მაგრამ ამავდროულად დრეკად საფარს. აღნიშნული ტიპის იატაკები უკვე ათწლეულებია გამოიყენება და დღემდე ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად რჩება. იატაკის ელასტიური საფარები მზადდება ელასტიური მასალისაგან და წარმოადგენს შემავსებლების (შემავსებლად შესაძლოა გამოყენებული იქნას როგორც სინთეტიკური ბოჭკო, ასევე მინერალური შემავსებლები, მაგალითად ასბესტოსი), შემკვრელი ნივთიერებებისა (ასფალტი ან ფისი) და საღებავების ნაზავს. სწორედ მსგავსი შემადგენლობის წყალობით ელასტიური იატაკი არის საკმაოდ კომფორტული, მოქნილი და გამძლე, აქვს ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა.

ჩვენი პარტნიორი კომპანიები Forbo, Graboplast, Tarkett, Adofloor, Polyflor და LG Hausys აწარმოებენ როგორც ნატურალურ (მაგალითად როგორიცაა ლინოლეუმი), ისევე არანატურალურ (მაგალითად როგორიცაა ვინილი) ელასტიურ იატაკებს. იატაკის აღნიშნული საფარები, თითოეული მათგანი პროდუქციის, ფერისა და ზომის შეუზღუდავი არჩევანით, ადაპტირებადია ნებისმიერი დანიშნულების საცხოვრებელ, საზოგადოებრივ თუ კომერციულ ფართთან. განსაკუთრებული მოთხოვნების (როგორიცაა მაგალითად აკუსტიკა, ნაკლებად პრიალა ან განსაკუთრებით წყალგამძლე ზედაპირი და ა.შ.) მქონე მომხმარებლებისათვის კი შექმნილია ელასტიური იატაკების სპეციალიზებული სისტემები.

იმისათვის, რომ გაგიადვილდეთ არჩევანის გაკეთება, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ელასტიური საფარებიდან (ლინოლეუმი, ჰომოგენური და ჰეტეროგენური ვინილი, ვინილის დიზაინერული ფილა,  კაუჩუკის იატაკი, გადამუშავებული რეზინის იატაკი) რომელი ტიპის იატაკი ერგება ყველაზე უკეთ თქვენს მოთხოვნებსა და საჭირობებს, იხილეთ სტატია ელასტიურ საფარების თითოეული ტიპის უპირატესობებზე და სხვადასხვა ტიპებს შორის არსებულ ძირითად მსგავსება-განსხვავებებზე. 

 

 

 

მეტის ნახვა

ჰომოგენური და ჰეტეროგენური ვინილი 

Forbo Sarlon Heterogeneous Acoustic Vinyl Brochure

Forbo Sphera Homogeneous Vinyl Brochure 

Grabo Commercial Vinyl Catalogue

Polyflor Commercial Homogeneous Flooring

Tarkett Premium Collection HOMOGENEOUS VINYL

 

ვინილის დიზაინერული ფილა

Forbo Allura Luxury Vinyl Tiles 

Grabo LVT Collection for Commercial Use

Polyflor LVT Collection 

Tarkett ID Essential 

LG LVT Collection

 

ლინოლეუმი

Forbo Marmoleum

 

კაუჩუკის იატაკი

Nora Rubber Floor Coverings 

 

გადამუშავებული რეზინის იატაკი

Kraiburg Sports Flooring

მეტის ნახვა
მეტის ნახვა

.

მეტის ნახვა
შენობის შესასვლელში დასაგები ხალიჩები ხშირ შემთხვევაში ისეთ უმნიშვნელო დეტალად მოიაზრება, რომ მომხმარებელთა უმრავლესობა მის შერჩევაზე დროს არ კარგავს. ფიქრობენ, რომ ყველა მსგავსი დანიშნულების ხალიჩა ერთნაირია. თუმცა რეალობა ამ მოლოდინს ნაკლებად შეესაბამება, პირველ რიგში, იმ ფაქტის გამო, რომ უმნიშველოს ვერ ვუწოდებთ  ნივთს, რომელსაც შენობაში სუფთა, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება და მეორეც, ჭუჭყისა და ტალახის შემაკავებელი ხალიჩების უამრავი სახეობა არსებობს, იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპის ობიექტის შესასვლელში არის საჭირო მისი განთავსება:  საცხოვრებელი სახლის, სასტუმროს, რესტორნის, საავადმყოფოს,  აფთიაქის, საწარმოს, ოფისის, სკოლის და ა.შ. ჭუჭყისა და ტალახის შემაკავებელი ხალიჩები ეხმარება ბიზნესს, რომ თავის დასაქმებულებს, მომხმარებლებს, პაციენტებს, მოიჯარეებსა და სტუმრებს შესთავაზოს უფრო სასიამოვნო, კომფორტული და უსაფრთხო გარემო. აღნიშნული ხალიჩების ინსტლაცია აუცილებელია რამდენიმე მიზეზის გამო: უსაფრთხოება - ჭუჭყისა და ტალახის შემაკავებელი ხალიჩები აშორებს ფეხსაცმლის ლანჩებიდან ჭუჭყს, მტვერსა და სხვადასხვა ტიპის ნარჩენებს. გარდა ამისა შეიწოვს ფეხსაცმლის ძირზე არსებულ სისველეს, რითიც ამცირებს ფეხის მოცურებისა და დაცემის რისკს. იატაკის საფარის დაცვა - ქუჩიდან შემოტანილი ჭუჭყი, ქვიშის ნაწილაკები, მტვერი და სისველე აზიანებს, ხაზავს ან ლაქავს  ნებისმიერი ტიპის იატაკის საფარს, იქნება ეს კერმაიკული ფილა, მარმარილო, ლამინატი, ხე, რბილი იატაკი, ვინილი, ლინოლეუმი თუ კაუჩუკი. იატაკის საფარების მწარმოებლები და ინსტალატორები იატაკის მოვლა-შენარჩუნებისათვის საჭირო რეკომენდაციების ჩამონათვალში, ყოველთვის ერთ-ერთ პირველ ადგილს ანიჭებენ შენობის შესასვლელში ჭუჭყისა და ტალახის შემაკავებელი ხალიჩების მოწყობას. აღნიშნული ხალიჩების წყალობით, იატაკის საფარი გაცილებით დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ იერსხეს. იატაკის საფარის მოვლისათვის საჭირო დროისა და რესურსის შემცირება - კვლევების თანახმად შენობაში არსებული ჭუჭყის 80% ფეხსაცმლის ლანჩებზე მოდის. შესავლელში ინსტალირებული 4-5 მეტრი სიგრძის ხალიჩა კი აკავებს ამ ჭუჭყისა დ მტვრის თითქმის 75%-ს, რაც თავისთავად ამცირებას იატაკის მოვლა-შენარჩუნებისათვის საჭირო დროსა და რესურსს. უკეთესი ჰაერი შენობის შიგნით - ფეხსაცმლის ძირი იკრავს ქუჩაში არსებულ ჭუჭყს, მტვერს, პესტიციდებს, მავნე ქიმიურ ნივთიერებებს, დამაბინძურებელ აგენტებს, შენობაში შემოსვლისას ფეხსაცმლის ძირიდან ეს მავნე ნივთიერებები ხვდება იატაკზე, შემდეგ კი ჰაერში, რომელსაც ვსუნთავთ. რაც უფრო მეტია ჭუჭყისა და ტალახის შემაკავებელი ხალიჩის სიგრძე, მით უფრო უმჯობესედება შენობაში არსებული ჰაერი. ჩვენი პარტნიორი კომპანია Notrax (Justrite Safety Group EMEA) ჭუჭყისა და ტალახის შემაკავებელი ხალიჩების უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. Notrax-ის 135 დასახელების, სხვადასხვა ზომისა და ფერის პროდუქტი იწარმოება ნიდერლანდებში და იყიდება ჩრდილოეთ ევროპის, აღმოსავლეთ ევროპის, სკანდინავიის, აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის 40-ზე მეტ ქვეყანაში. Notrax სთავაზობს საკუთარ მომხმარებლებს სპეციალიზებულ სისტემებს, როგორიცაა მაგალითად, განსაკუთრებული ერგონომიკული მაჩვენებლებისა თუ ანტიმოცურებადი ზედაპირის მქონე სისტემა ან ისეთი ხალიჩა,  რომელიც სიარულის დროს ამცირებს სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში და ხერხემლის დატვირთვას.
პლინთუსი ეს არის თამასა ან ლარტყა, რომელიც მთელს სიგრძეზე გასდევს კედელს იატაკის გადაკვეთასთან. დასამზადებლად ძირითადად გამოიყენება ხე, MDF (საშუალო სიმკვრივის მერქანბოჭკო), HDF (მაღალი სიმკვრივის მერქანბოჭკო), იშვიათად პლასტმასი, ქვა, რეზინი. პლინთუსის ფუნქციად საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე მოიაზრებოდა მხოლოდ და მხოლოდ კედლისა და იატაკის შეერთების ადგილის/ღრეჩოების დაფარვა და კედლის დაცვა დაზიანებისაგან (მაგალითად იატაკის საფარის წმენდის დროს), თუმცა დღეს აღარავინ დავობს, რომ პლინთუსს გააჩნია საკმაოდ მნიშვნელოვანი დეკორატიული დატვირთვა, რომ ამ აქსესუარს შეუძლია უამრავი დიზაინერული ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა და ინტერიერის სრულყოფა. დღეისათვის ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი პლინთუსების უმრავლესობა არის იმპორტირებული რუსეთიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან ან ბელარუსიდან. აღნიშნული პლინთუსები დამზადებულია MDF-ის ან პლასტმასის მასალისაგან, არის საშუალო/დაბალი ხარისხის და შესაბამისად ვერ აძლევს მომხარებელს გარემოსა და ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის არარსებობის გარანტიას.  ჩვენი პარტნიორი კომპანია Döllken Profiles GmbH არის სხვადასხვა ტიპის პლინთუსების (ხის, პლასტმასის, ალუმინის, და ა.შ.) მწარმოებელი უმსხვილესი გერმანული კომპანია მსოფლიოში. Döllken Profiles GmbH-ის პლინთუსები სერტიფიცირებულია, ყველაზე ცნობილი საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის გარემოსდაცვითი ინსტიტუტის Greenguard-ის მიერ, ისეთი მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებისათვის, რომელსაც ფაქტობრივად არ აქვს მავნე ქიმიური ნივთიერებების ემისია. კომპანიის სახელთან არის დაკავშირებული არაერთი ინოვაცია პლინთუსების ინდუსტრიაში. ერთ-ერთ ასეთ ინოვაციას და ამავდროულად ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს (ევროპულ ბაზარზე და არა მხოლოდ) წარმოადგენს Cubu Flex, რომელსაც არაერთი გამორჩეული უპირატესობა გააჩნია.  Cubu Flex Life-ის სამოდელო რიგის პლინთუსების გამორჩეული უპირატესობები შიდა ან გარე კუთხის გამოყვანისას, სპეციალური ინსტრუმენტის მეშვეობით, იჭრება არა მთლიანად პლინთუსი, არამედ მხოლოდ მისი შიგთავსი, ხოლო პლინთუსის პოლიპროპილენის საფარს ეძლევა შესაბამისი კუთხის ფორმა. MDF-ისგან ან ბუნებრივი ხისგან დამზადებული პლინთუსების შემთხვევაში, 45 გრადუსიან ჭრაზე ერთდება კუთხის ორი პლინთუსი და ხელოსნის პროფესიონალიზმის მიუხედავად, კუთხეებში ვიზუალურად ყოველთვის ჩანს შეერთების ჭრილი, რომელიც ექსპულტაციის პროცესში კიდევ უფრო თვალშისაცემი ხდება, მასზე მექანიკური ზემოქმედების შედეგად. Cubu-ს პლინთუსებს კუთხეებში არ აქვთ გადაბმის ვიზუალურად აღქმადი ჭრილი, რადგან ამ ჭრილზე გადაკეცილია პლინთუსის გარე საფარი, რაც ესთეტიკურად ძალიან შთამბეჭდავია; MDF-ისგან ან ბუნებრივი ხისგან დამზადებული პლინთუსებისგან განსხვავებით, კედელზე მისი დამაგრება ხდება თერმოწებოსა და სპეციალური სილიკონის მეშვეობით, ლურსმნების გარეშე. შესაბამისად, მისი გარე ზედაპირი „სუფთაა“ ყოველგვარი ლურსმნის ნაჭდევებისგან და/ან ამ ნაჭდევების შესანიღბად გამოყენებული სხვადასხვა ფითხისა თუ პლინთუსისავე ფერის წრიული ფორმის წებოვანი ფირებისგან; HDF-ის შიგთავსის სიმყარის გამო, Cubu-ის პლინთუსები გაცილებით უფრო მდგრადია მექანიკური დაზიანებების მიმართ (მტვერსასრუტის,  საწმენდი ტილოს/ჯოხის და და ა.შ.) მიმართ (განსაკუთრებით კუთხეებში), ვიდრე MDF-ისგან დამზადებული პლინთუსი; მაღალი სიმკვრივის მერქაბოჭკოვანი შიგთავსი (ე.წ. HDF, ანუ High Density Fiberboard), მთლიანად შეფუთულია პოლიპროპილენის ბაზაზე დამზადებული პოლიმერის ფენითა და ელასტიური ზედაპირით, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის სიმტკიცესა და გამძლეობას ოთახში ჰაერის ფარდობითი ტენიანობისა და ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ. საშუალო სიმკვრივის მერქანბოჭკოვანი (ე.წ. MDF, ანუ Medium Density Fiberboard) მასალისგან დამზადებული პლინთუსებისგან განსხვავებით, Cubu Flex-ის პლინთუსები არ დეფორმირდება ზემოაღნიშნული ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, შესაბამისად წარმოადგენს იდეალურ გადაწყვეტილებას არა მხოლოდ მისაღები ოთახის, საძინებლის ან კორიდორისთვის, არამედ სამზარეულოსა და სველი წერტილებისათვისაც; პლინთუსს ზედა და ქვედა მხარეს აქვს პოლიპროპილენის დრეკადი კიდეები (ე.წ. „ტუჩები“), რომელიც ფარავს პლინთუსის იატაკთან და კედელთან შეერთების ადგილებს; არ ხუნდება მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების შედეგად; სხვა პლინთუსებისგან განსხვავებით, Cubu-ს პროდუქციაში ნულამდეა დაყვანილი მავნე ქიმიური ნივთიერებების ემისია, რასაც გარემოსდაცვითი ინსტიტუტის, Greenguard-ის მიერ გაცემული სერტიფიკატიც მოწმობს. შესაბამისად, მისი გამოყენება რეკომენდებულია სკოლებსა და სამედიცინო დაწესებულებებშიც კი. დიზაინი  Cubu Flex Life-ის სამოდელო რიგის, ერთი შეხედვით, „მწირი“ ფერები და ფორმები პასუხობს პლინთუსების ფერების მიმართ დღესდღეისობით მსოფლიოში არსებულ თანამედროვე დიზაინერულ ტრენდებს. შესაბამისად, ეს პლინთუსები ერგება თითქმის ყველა ტიპისა და დიზაინის იატაკს და წარმოადგენს ინტერიერში ლამაზად ჩამჯდარი დიზაინის ცალკე ელემენტს. პლინთუსის ფერის და დიზაინის მიმართ აქამდე არსებული დოგმები იმის თაობაზე, რომ პლინთუსის და იატაკის საფარის დიზაინი ერთნაირი უნდა იყოს, ან პლინთუსის დიზაინი უნდა ერგებოდეს შიდა კარების ფაქტურის დიზაინს თუ კედლების ფერს, თანამედროვე მსოფლიოში წარსულს ჩაბარდა. დღესდღეისობით, სწორედ პლინთუსი ხდება ინტერიერის დამოუკიდებელი ელემენტი, რომელიც შერწყმულია სივრცის დიზაინთან. იმ შემთხვევაში, თუ შენობის მესაკუთრისთვის ან/და დიზაინერისთვის Cubu Flex Life -ის ფორმა და ფერები არასაკმარისია, Doellken Profiles GmbH -ს  აქვს მსგავსი ტექნიკური სტრუქტურის მქონე სხვა სამოდელო რიგებიც (EP60&EP80 Flex Life, Cube Decor, Cubu Stone&Style, Cubu Touch&Stile, Hamburger Style და ა.შ.), რომელთა დიზაინის არჩევანიც (200-ზე მეტი) დააკმაყოფილებს ყველაზე პრეტენზიულ დიზაინერებს და შენობის მფლობელებს.    ნაკლოვანებები რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ რაიმე პროდუქტს ჰქონდეს მხოლოდ უპირატესობები და არც Cubu-ის პლინთუსებია ამ მხრივ გამონაკლისი. მის ნაკლოვანებებს შორის გამოვყოფდით შემდეგს: ამ პლინთუსების ინსტალაციას, კვალიფიციური კადრის გარდა სჭირდება, საკმაოდ ძვირადღირებული ინსტრუმენტების ნაკრები, რომლის შეძენის მიზანშეწონილობა გამართლებულია მხოლოდ ამ კონკრეტული პლინთუსების ინსტალატორისთვის; პლინთუსის კედელზე მიწებების ტექნოლოგია, ხელოსნის გარდა, ითხოვს ერთი დამხმარის ობიექტზე მუდმივად ყოფნას; პლინთუსის კედელზე დასამაგრებელი თერმოწებოს ჩხირები, ასევე პლინთუსის გადაბმის ადგილების შესანიღბი ფითხი, საკმაოდ ძვირადღირებულია; ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, ინსტალაციის ფასი, იგივე MDF-ის ან მასიური ხის პლინთუსების ინსტალაციასთან შედარებით, არის 20-30%-ით უფრო ძვირი; მყარი შიგთავსის ნებისმიერი პლინთუსი და მათ შორის Cubu-ს პლინთუსებიც ძალიან „პრეტენზიულია“ კედლების, კუთხეების და იატაკის სისწორის მიმართ. შესაბამისად, თუ იატაკის ზედაპირი არ არის სწორი, იატაკის საფარსა და კედელს შორის დატოვებულია ნორმატიულზე უფრო დიდი დემფერული ღიობი (10მმ-ზე მეტი), იატაკის და კედლების შეერთების ადგილები არ ქმნის იდეალურ 90 გრადუსიან კუთხეს, კედლები და კუთხეები არასწორია, კედლის ფითხი არის უხარისხო და ა.შ., მაშინ, თავისთავად ცხადია, პლინთუსის გაკვრა, ვერ გამოასწორებს იატაკის და კედლის ხელოსნების მიერ დაშვებულ შეცდომებს. ამ შემთხვევაში, Cubu-ს პლინთუსებიც კარგავენ მისთვის გამორჩეულ ესთეტიკურ ვიზუალს, რადგან ე.წ. „ტუჩებით“ ვეღარ ხდება იატაკის და კედლის შეერთების ადგილების დაფარვა, შიდა და გარე კუთხეებზე საჭირო ხდება პლინთუსის მთლიანი გაჭრა და მისი შეერთება ისე, როგორც ეს ხდება MDF-ის ან მასიური ხის პლინთუსით კუთხის მოწყობის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, იგივე პრობლემები იქმნება ამ დროს ნებისმიერი მყარი შიგთავსის (MDF, ხე და ა.შ.) პლინთუსის გაკვრისას, ამიტომ ამ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ან სირთულეს წარმოადგენს იატაკის და კედლების გასწორება, მაშინ ჯობს გაიკრას ელასტიური პლინთუსი ან ისეთი პლინთუსი, რომლის ზედა და ქვედა "ტუჩები" გაცილებით უფრო გამოწეულია პლინთუსის ზედაპირიდან და იძლევა საშუალებას, მეტწილად დაფაროს პლინთუსსა და იატაკს ან პლინთუსსა და კედელს შორის არსებული ღრეჩოები. Doellken Profiles GmbH-ს აწარმოებს მსგავს პლინთუსებსაც და შესაბამისად, ასეთი პრობლემების დროს, უნდა მოხდეს მათი გამოყენება; ამ ეტაპზე Cubu-ის პლინთუსების ინსტალატორების ჯგუფების რაოდენობა და მათი წარმადობის პოტენციალი ჩამორჩება ამ ტიპის ინსტალაციაზე არსებულ მოთხოვნას, რის გამოც, ოპერატიულ ვადებში ვერ იწყება ყველა შეკვეთა. აქტიურად ვმუშაობთ ინსტალატორთა ახალი ჯგუფების გადამზადებაზე და ვფიქრობთ, რამდენიმე თვეში ბაზარზე უკვე გამოჩნდება საკმარისი რაოდენობის ახალი ჯგუფები, რომლებიც დააბალანსებენ მოთხოვნას. ინსტალაციის ფასები საცხოვრებელ ბინებში და კერძო სახლებში, ჩვენ არ ვახორციელებთ ინსტალაციას. ასეთ ობიექტებზე შეგვიძლია რეკომენდაციაგავუწიოთ ინსტალატორთა რამოდენიმე ჯგუფს, რომელთაც გაიარეს ამ პლინთუსის სწორად ინსტალაციის ტრენინგები და აქვთ “Doelken”-ის სპეციალური ხელსაწყოების ნაკრები ამ სამუშაოების ხარისხიანად შესრულებისთვის. ეს ჯგუფები იურიდიულად არ არიან ჩვენთან კავშირში, თუმცა ჩვენ, პლინთუსის გაყიდვისას, ჩვენ თავზე ვიღებთ შესაბამის წილ პასუხისმგელობას მათი მხრიდან სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე. რაც შეეხება ინსტალაციის ფასებს - ობიექტის ადგილმდებარეობიდან, შესასრულებებლი სამუშაოს სირთულიდან, მოცულობიდან, პლინთუსის სიმაღლიდან და სხვა პირობებიდან გამომდინარე, თითოეული ჯგუფი თვითონ ადგენს მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებას (რომელიც მოიცავს ასევე ინსტალაციისათვის აუცილებელ საკმაოდ ძვირადღირებულ სახარჯ მასალებს: თერმოწებოს, ფითხს, ჰერმეტიკს და ა.შ.), თუმცა ინსტალაციის დაახლოებითი ფასი, როგორც წესი, მოქცეულია შემდეგ დიაპაზონში: 40მმ-იანი პლინთუსის ინსტალაცია - 4.0-6.0 ლარი 1გ/მეტრზე; 60მმ-იანი პლინთუსის ინსტალაცია -  6.0-8.0 ლარი 1გ/მეტრზე; 80მმ-იანი პლინთუსის ინსტალაცია - 8.0-10.0 ლარი 1გ/მეტრზე; 100მმ-იანი პლინთუსის ინსტალაცია 10.0-12.00 ლარი 1გ/მეტრზე.
პოლიმერიზაცია არის ქიმიური რეაქცია, რომლის საშუალებითაც მონომერებისაგან წარმოიქმნება მაღალი მოლეკულური წონის მქონე ორგანული ნაერთები. პოლიმერები, მექანიკური სიმტკიცის, ელესტიკურობის, ელექტროსაიზოლაციო და სხვა მნიშვნელოვანი უპირატესობების გამო, გამოიყენება მრეწველობასა და საყოფაცხოვრებო სფეროებში, მათ შორის იატაკის საფარების წარმოებაში. პოლიმერული იატაკი აღადგენს, აძლიერებს და იცავს ბეტონს, ხელს უშლის აგრესიული ხსნარების, სამანქანე ზეთების თუ სხვა ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად ბეტონის ზედაპირისა და არმატურის დაშლას, რითიც ახანგრძლივებს შენობის კონსტრუქციის საექსპლუატაციო ვადასა და მდგარდობას. გარდა ამისა, პოლიმერული იატაკი ხელს უშლის ამტვერებას, ვინაიდან ლუქავს ბეტონზე არსებულ მტვერს. ეპოქსიდური და პოლიურეთანის იატაკების გამოყენება დასაშვებია, როგორც მსუბუქი დატვირთვის, ასევე მაღალი გამავლობის ობიექტებში, მათ შორის მძიმე მრეწველობაში, სადაც იატაკის საფარის მიმართ წაყენებული მოთხოვნები, როგორც წესი, საკმაოდ მკაცრია - გამძლეობა სიმძიმის მიმართ, თერმული და ქიმიური მდგრადობა, ჰიგიენა და ა.შ. იატაკის ტრადიციულ საფარებთან შედარებით, პოლიმერულ იატაკებს გააჩნია არაერთი უპირატესობა: იცავს ბეტონის ზედაპირს ისეთი „საფრთხეებისაგან“, როგორიცაა: ტენი, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, მაღალი მექანიკური დატვირთვა, ხშირი გადაადგილება, ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება, სისტემატური წმენდა და ა.შ; „არ ეშინია“ ცხიმოვანი ლაქებისა და წყლის; ქმნის იდეალურად პრიალა და ბზინვარე ზედაპირს, რის შედეგადაც ინტერიერს უფრო ნათელს ხდის; აქვს მრავალფეროვანი ფაქტურა, დიზაინისა და ფერების შეუზღუდავი არჩევანი, ვინაიდან შესაძლებელია მასში საღებავების შერევა - ობიექტის დანიშნულებისა და მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით, შესაძლოა მოეწყოს სხვადასხვა ფერის, გამჭვირვალე, პრიალა, ნახევრად პრიალა, ნაკლებად მოცურებადი და ა.შ. ზედაპირი. განსხვავებით ელასტიური და რბილი იატაკებისაგან, პოლიმერული იატაკი (ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ პოლიურეთანის და არა ეპოქსიდურ იატაკზე) ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას არ იცვლის ფერს და არ ყვითლდება. სწორედ აღნიშნული უნიკალური მახასიათებლების წყალობით, პოლიმერული იატაკების გამოყენების სფერო დღეისათვის აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ინდუსტრიული თუ კომერციული ობიექტებით (საწარმოები, საწყობები, ქიმიური თუ ელექტროტექნიკური ინდუსტრია, ავტოფარეხები, ავტოსადგომები და ა.შ.) და მზარდი პოპულარობით სარგებლობს საცხოვრებელი სახლების, საზოგადოებრივი, სამედიცინო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერიერის გადაწყვეტისას.  
პარკეტი არის პატარა ზომის ოთხკუთხა ან სხვა გეომეტრიული ფორმის ბრტყელი ფიცარი, რომელიც გამოიყენება იატაკის საფარად. პარკეტის მწარმოებელთა ევროპული ფედერაციის განმარტების თანახმად, იატაკის საფარს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ეწოდოს პარკეტი, თუკი მისი წინაპირის (სუფთა ხის მასალისაგან დამზადებული ზედა ფენა) სისქე არის მინიმუმ 2.5 მმ. არსებობს ორი ძირითადი სახეობის პარკეტი: მრავალშრიანი და ერთშრიანი. მათ ერთმანეთისაგან განასხვავებთ კონტსრუქცია. მრავალშრიანი ანუ დამუშავებული პარკეტი, როგორც წესი, შედგება ორი (სტანდარტული სისქე 9-22 მმ) ან სამი (სტანდარტული სისქე 10-22 მმ) ფენისაგან, რომელიც სხვადასხვა ჯიშის მერქნის ურთიერთშეწებებითაა დამზადებული. ზედაპირზე ძვირფასი ჯიშის (ძირითადად მუხა, წიფელი, ნაძვი ან იფანი), ხოლო ფუძედ ნაკლებად ღირებული მერქანია გამოყენებული. მრავალშრიანი პარკეტის ზედაპირი, ისევე როგორც მისი შემადგენელი ელემენტები, მუშავდება ქარხნული წესით. ერთშრიანი პარკეტი მზადდება მასიური ხისგან, რომელიც დამუშავების, კილოს და ქიმის გამოყვანის შემდეგ იქცევა პარკეტის თამასად. მისი ზედაპირის დამუშავება, როგორც წესი, ხდება დაგების შემდეგ. პარკეტი იატაკის საფარად გამოყენებული ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ტრადიციული მასალაა, რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალობას და უმაღლეს სტანდარტებთან და ტექნოლოგიებთან შერწყმის შედეგად, ქმნის აბსოლუტურ სრულყოფილებას ხის იატაკებში. არ აქვს მნიშვნელობა, საქმე ეხება კონსერვატიულ თუ თანამედროვე დიზაინს, ხის მასალის ბუნებრივ ესთეტიკასა და სიმყარეს შეაქვს სითბოს ელემენტი ნებისმიერ ინტერიერში.
რბილი (ქსოვილისაგან დამზადებული) იატაკი განსხვავდება ტრადიციული ხალიჩისაგან, ვინაიდან როგორც წესი, ხდება მისი ინსტალაცია/დამაგრება იატაკის საფუძველზე და ამასთან ოთახში ის ფარავს მთლიან ფართს კედლიდან კედლამდე. უძველეს ხელით ნაქსოვ ხალიჩად ითვლება ცენტრალური აზიის მთებში სამარხში აღმოჩენილი, ძვ.წ. 500 წლით დათარიღებული ხალიჩა. აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული ხალიჩის ქსოვა თანდათანობით განვითარდა და კულმინაციას მიაღწია დღევანდელი ინდოეთის, ჩინეთის, ირანისა და თურქეთის ტერიტორიებზე. ევროპელები მრავალი საუკუნის მანძილზე ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოტანილი მზა ხალიჩების შესყიდვით კმაყოფილდებოდნენ, თუმცა ვითარება შეიცვლალა 1300-იანი წლებიდან, როდესაც საფრანგეთმა მაროკოდან გადმოასახლა ხალიჩის მქსოველები. ანალოგიურ გზას მიმართა 1700-იან წლებში ინგლისმა და სპარსეთიდან ჩამოყვანილი მქსოველების წყალობით, ინგლისის ქალაქები - ვილტონი და აქსმინსტერი ცნობილი გახდა ხალიჩების წარმოებით. ერთგვარ გადატრიალებად ხალიჩების წარმოებაში ითვლება 1920-იან წლებში, აშშ-ში, ქალაქ დალტონში ახალგაზრდა მწარმოებლის კატრინ ევანს ვაითენერის მიერ მარყუჟული ტიპის ქსოვის ტექნოლოგიის შემოღება, რამაც ბევრად შეამცირა ქსოვისათვის საჭირო დრო. დალტონში მალე გაჩნდა უამრავი მცირე საწარმო, რომელიც აღნიშნული ტექნოლოგიით მცირე დროში ამზადებდა, როგორც ხალიჩებს, ასევე ტექსტილის იატაკებს თანამედროვე გაგებით. ტექსტილის იატაკი, რომელიც მანამდე ფუფუნების საგნად მოიაზრებოდა, ხელმისაწვდომი გახდა რიგითი ამერიკლებისათვის. ქალაქი დალტონი დღემდე მოწინავეა ამ თვალსაზრისით და რბილი იატაკების წარმოების 70% სწორედ მასზე მოდის. რბილი (ქსოვილისაგან დამზადებული) იატაკები აერთიანებს ელსატიური იატაკების მახასიათებლებს, კერძოდ გამძლეობასა და ექსპლოატაციის ხანგრძლივ ვადას, ხალიჩის კომფორტთან, სიმყუდროვესთან, სითბოსა და აკუსტიკასთან. რბილი იატაკის ხარისხის შეფასება მარტივად შეიძლება ბოჭკოების სიმჭიდროვის მიხედვით - რაც უფრო მეტი ბოჭკოა ერთ კვადრატულ მეტრზე, მით უფრო გამძლეა რბილი იატაკის საფარი. ხალიჩა შესაძლოა დამზადებული იყოს შალისგან, ნეილონისგან, აკრილისგან, პოლიესტერის ან პოლიპროპილენისგან. ჩვენი პარტნიორი კომპანიები Forbo, Desso და Balsan სთავაზობენ მომხმარებლებს მრავალფეროვანი დიზაინის ტექსტილის რულონებს (სტანდარტული სიგრძე 3.66-4მ), კვადრატული ფორმისა (სტანდარტული ზომაა 0.5მ x 0.5მ, თუმცა არსებობს 0.46მ x 0.46მ ან 0.6მ x 0.6მ ზომის კვადრატული ფილებიც) და მართკუთხა ე.წ. გემბანური ტიპის (სტანდარტული ზომა 0.25მ x 1მ) ტექსტილის ფილებს. რულონური ტიპის რბილი იატაკის საფარის სისქე იწყება 4.3მმ-დან, მაშინ როდესაც რბილი იატაკის ფილის სისქემ შესაძლოა მიაღწიოს 15მმ-ს. ტექსტილის იატაკს აქვს არაერთი გამორჩეული უპირატესობა: უზრუნველყოფს სითბოსა და კომფორტს - რბილი იატაკი რელაურად უზრუნველყოფს თბოიზოლაციას. ცივ კლიმატურ პირობებში/სეზონზე ის გაცილებით დიდხანს ინარჩუნებს თბილ ჰაერს და გვეხმარება ენერგიის დაზოგვაში. რბილი იატაკი, სითბოსთან ასოციაციის წყალობით, ნებისმიერ სივრცეში ქმნის მყუდრო და კომფორტულ ატმოსფეროს დასაჯდომად, სათამაშოდ ან სამუშაოდ. ქმნის უნიკალურ ინტერიერს - რბილი იატაკის ათასობით დიზაინი, სტილი და ფერი, ფილების შემთხვევაში კი შეხამებისა და შეწრყმის განუსაზღვრელი შესაძლებლობები, გვეხმარება შევქმნათ მხოლოდ ჩვენს გემოვნებაზე მორგებული, უნიკალური და პერსონიფიცირებული ინტერიერი სამუშაო თუ საცხოვრებელ ფართში. ამცირებს მოცურებისა და დაცემის რისკს - რბილი იატაკი საგრძნობლად ამცირებს ფეხის მოცურების რისკს, დაცემის შემთხვევაში კი მას თითქმის მინიმუმამდე დაჰყავს დაშავებისა და მოტეხილობის რისკი. შესაბამისად იატაკის საფარის აღნიშნული ტიპი იდეალური გადაწყვეტილებაა იმ ოჯახებისათვის, სადაც ცხოვრობენ მცირეწლოვანი ბავშვები ან ხანდაზმულები. ახდენს ხმის იზოლაციას და შთანთქავს დარტყმით ხმას - რბილი იატაკი ახშობს ხმაურს, შთანთქამს ფეხით სიარულის, ტელევიზორის, ტელეფონის და სხვა ელექტრომოწყობილობების ხმას, შესაბამისად აადვილებს კონცენტრაციას სწავლაზე ან შესასრულებელ სამუშაოზე. თანამედროვე რბილი იატაკები არის ეკოლოგიურად სუფთა, ის აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს და იატაკის სხვა საფარებთან შედარებით, ხასიათდება მავნე ქიმიური ნივთიერებების ბევრად დაბალი ემისიით. რბილი იატაკების უარყოფით მხარედ შესაძლოა ჩაითვალოს მოწყვლადობა წყლით დაზიანების მიმართ. გარდა ამისა ელასტიური საფარების (განსაკუთრებით ვინილის) მოვლა და შენარჩუნება გაცილებით ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე რბილი იატაკისა.  
მეტის ნახვა
საუბრის დაწყება