ქარ
განათების სისტემები და გადაწყვეტილებები

რაც უფრო მეტი კვლევა ტარდება ადამიანთა ცხოვრებაზე განათებისა და მისი ხარისხის გავლენის შესახებ, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ ეს გავლენა არც თუ ისე უმნიშვნელოა. მკვლევარების მტკიცებით, განათება ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ფიზიოლოგიურ, მენტალურ და ემოციურ მდგომარეობაზე, ხასიათსა და პროდუქტიულობაზე. სუსტ განათებას მხედველობის დაზიანების, თავის ტკივილის და D ვიტამინის ნაკლებობის გარდა, შეუძლია გამოიწვიოს მიდრეკილება დეპრესიისადმი, შეამციროს კონცენტრაციის უნარი, მოტივაცია და პროდუქტიულობა.

განათების გავლენა, რაღა თქმა უნდა, ყველაზე შესამჩნევია ძილ-ღვიძილის დღე-ღამურ რიტმზე. სწორედ ამიტომ მკვეთრი შუქი იდეალურია დილისა და შუადღის საათებისათვის, მაშინ როდესაც საღამოს სასურველია, განათების რეჟიმი უფრო მკრთალი იყოს, რათა ადამიანის ორგანიზმი დროულად შეემზადოს მოსვენების რეჟიმისათვის. ამასთან ისეთ სივრცეში, სადაც ადამიანს ხანგრძლივად უხდება ყოფნა (იქნება ეს სამსახური თუ სახლი) სასურველია, რომ განათება მაქსიმალურად უახლოვდებოდეს ბუნებრივ დღის შუქს. ეს თავიდან აგვაცილებს არაერთ ავადმყოფობას და ბევრად უფრო პოზიტიურად განგვაწყობს გარშემომყოფების თუ შესასრულებელი სამუშაოსადმი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახლისა თუ ოფისისათვის განათების შერჩევისას, ვიზუალური მახასიათებლების გარდა, მომხმარებელმა არაერთი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს. 

ჩვენ გთავაზობთ განათების სისტემებს, რომელსაც აწარმოებს ავსტრიული კომპანია Zumtobel. Zumtobel წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო ბრენდს შიდა და გარე განათებების თანამედროვე პროფესიონალური გადაწყვეტილებისა და პროდუქტების მიწოდებაში.  50 წელზე მეტია ეს კომპანია ქმნის ინოვაციურ პროდუქციას, რომელიც აკმაყოფილებს ყველაზე მკაცრ მოთხოვნებს ერგონომიკის, ენერგოეფექტურობის და გარემოსდაცვითი კუთხით და გამოიყენება ოფისებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, შოურუმებში, სასტუმროებში, ხელოვნებასა და კულტურაში, გამაჯანსაღებელ ცენტრებში, სამკურნალო დაწესებულებეში,  საწარმოებში, ფასადებზე და ა.შ.

ამ მრავალფეროვანი ობიექტებისა თუ ფუნქციური ზონებისათვის, Zumtobel ქმნის ისეთ სპეციალიზებულ სისტემებს, როგორიცაა: გაყიდვების წამახალისებელი განათება, რომელიც დახლზე ანდა საგამოფენო ექსპონატზე, თუნდაც დიდი სიმაღლიდან ახდენს ფოკუსირებას და იქცევს მომხმარებლის/ვიზიტორის ყურადღებას; ბიოლოგიურად ეფექტური განათება, რომელიც სინქრონიზებულია ადამიანთა ძილ-ღვიძილის დღე-ღამურ რიტმთან; „ცა ოფისის შიგნით“, რომელიც მთელს სივრცეში თანაბრად და ნაზად ანაწილებს შუქს და გამორიცხავს უხეშ და გამაღიზიანებელ ჩრდილებს; განათების მართვის მოქნილი ენერგოდამზოგავი სისტემა, რომელიც სენსორებისა და დღის შუქის კონტროლის სისტემის წყალობით, აქტიურდება მხოლოდ მაშინ, როდესაც განათების საჭიროება არსებობს; სპეციალური განათება საევაკუაციო გასასვლელებისათვის; ნესტგამძლე განათების სისტემები საწარმოებისა და სპა ცენტრებისათვის და ა.შ.

მეტის ნახვა
მეტის ნახვა
საუბრის დაწყება